საულ ნიგესი ბრაზილიურ ფლამენგოში ითამაშებს.
ფეხბურთელი თურქულ ტრაბზონსპორში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი ოჯახური მიზეზების გამო ჩაიშალა.
მალევე საულს 3.5-წლიანი კონტრაქტი ფლამენგომ შესთავაზა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
ხვალ ესპანელი ბრაზილიაში ჩაფრინდება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით დალაგდა, კონტრაქტსაც ხელს ოფიციალურად მოაწერს.
გასული სეზონი ატლეტიკოს ნახევარმცველმა იჯარით სევილიაში გაატარა, რომელმაც მისი გამოსყიდვა არ მოისურვა.