მანჩესტერმა გუნდის ოთხი ფეხბურთელი პრესეზონის განაცხადს მიღმა დატოვა.
ამორიმის გუნდთან ერთად წინასასეზონო მომზადებას არ გაივლიან ალეხანდრო გარნაჩო, ჯეიდონ სანჩო, ანტონი და ტაირელ მალასია.
ოთხივე ამ ფეხბურთელმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე თავისთვის ახალი კლუბი უნდა მოიძიოს.
გარდა ამისა, განაცხადში ვერ მოხვდა ჰარი მაგუაიერიც, თუმცა მის არყოფნას სხვა, პირადი და ფეხბურთისგან დამოუკიდებელი მიზეზი აქვს.
მანჩესტერი პრესეზონის ტურს აშშ-ში ჩაატარებს და სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს ვესტ ჰემის, ბორნმუთის და ევერტონის წინააღმდეგ.