ცნობილი გახდა უგო ეკიტიკეს ლივერპულთან შეთანხმებული კონტრაქტის პირობები.
Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტის, პატრიკ ბერგერის ინფორმაციით, მერსისაიდულ კლუბში 22 წლის ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება გადასახადების გადახდამდე 15-16 მილიონი ევრო იქნება.
ფრანგი ლივერპულთან 6-წლიან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს.
ლივერპული აინტრახტს ეკიტიკეში 90 მილიონ ევროს გადაუხდის, რომელიც ბონუსებით შესაძლოა 95-მდე გაიზარდოს.
ბუნდესლიგის გასულ სეზონში ეკიტიკემ 33 მატჩში 15 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.