ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, კატეგორიულად უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს ის მზად არის ჩაიბაროს იტალიის ეროვნული ნაკრები, რომელიც ჯენარო გატუზომ დატოვა.
არ მითქვამს, რომ თავისუფალი ვარ. ნაპოლისთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და სეზონის დასრულების შემდეგ პრეზიდენტს დაველაპარაკები.
ჟურნალისტებს დაჟინებით გთხოვთ, ჩემი სიტყვები სწორად განმარტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ დაამახინჯებთ, საერთოდ აღარაფერს ვიტყვი.
ანტონიო კონტე იტალიის ნაკრებს 2014-2016 წლებში წვრთნიდა და გუნდი ევრო 2016-ის 1/4 ფინალამდე გაიყვანა, რის შემდეგაც ჩელსი ჩაიბარა.