იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ აღიარა, რომ ატალანტასთან სერია A-ს მატჩის პირველ ტაიმში მის გუნდს ძალიან გაუჭირდა.
თუმცა, შესვენების შემდეგ თამაში რადიკალურად შეიცვალა და ტურინელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს, რითაც ოთხეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს.
„პირველ ნახევარ საათში ძალიან დავიტანჯეთ. ატალანტა ძლიერი გუნდია და მათი მუდმივი პრესინგის გამო ბურთის გათამაშებასაც ვერ ვახერხებდით,“ - განაცხადა სპალეტიმ Sky Sport Italia-სთან საუბრისას.
საკუთარ ნახევარზე ვიყავით ჩაკეტილები, მაგრამ მეორე ტაიმში სცენარი შეიცვალა. ხშირად ისე ხდება, რომ ვდომინირებთ, ვერ გაგვაქვს და ვისჯებით, ამჯერად კი ყველაფერი პირიქით მოხდა.
სპალეტიმ თებერვლის მატჩიც გაიხსენა, როდესაც იტალიის თასზე ბერგამოში გუნდი 0:3 განადგურდა და აღნიშნა, რომ იმ მარცხისთვის ფასი ახლა გადაიხადეს. ამ მოგებით იუვენტუსმა მესამე ადგილზე მყოფ მილანთან სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა და დროებით კომოსაც გადაასწრო.
მწვრთნელმა შიდა სიტუაციაზეც დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ იყო:
ეს მატჩები სამ ქულაზე მეტი ღირს. სამწუხაროდ, ილდიზსა და კონსეისაოს პრობლემები ჰქონდათ. მათი სასტარტოში დაყენება გადავწყვიტე, რომ მენახა, რას შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ ორივე მოთხოვნილ დონეზე დაბლა იყო. ასევე პრობლემას წააწყდა ტურამიც.
სპალეტის თქმით, პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომების გამოსწორების შემდეგ, გუნდმა რიტმი დაიბრუნა:
როცა რამდენიმე კორექტირება შევიტანეთ, მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში ვნახეთ. ჩვენი სუსტი წერტილი ისაა, რომ დაცვა ხანდახან ზედმეტად ღრმად იხევს, რაც ატალანტასნაირ გუნდებთან სახიფათოა, თუმცა ამჯერად ორგანიზებულობა შევინარჩუნეთ.