გიორგი კვერნაძე, რომლის ძირითადი პოზიცია მარცხენა ფლანგია, წარმატებით თამაშობს მარჯვენა გარემარბად და ცენტრალურ თავდამსხმელადაც.
ფიზიკური მონაცემებითა და მეორე სართულზე ეფექტური თამაშით გამორჩეულმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ფროზინონეს მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ფროზინონეს სპორტულმა დირექტორმა, რენცო კასტანინიმაც ისაუბრა. მისი თქმით, კლუბი ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობს:
კვერნაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს განვიხილავთ. პროცესები როგორც ხელშეკრულების განახლებასთან, ისე გამოსასყიდ პუნქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს მოვაგვარებთ. მას წინ ნათელი მომავალი ელის.