მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილს ლისაბონის სპორტინგისგან პირადი კონტრაქტი მზად აქვს, თუმცა ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან სრულად კონცენტრირებულია ლევანტესთან ერთად მიმდინარე სეზონზე.
როგორც წყაროსთვის ცნობილია, შეთანხმება არსებობს პორტუგალიურ და ესპანურ კლუბებს შორისაც. ტრანსფერის გაოფიციალურებას მხოლოდ ფეხბურთელის პასუხი აკლია.
ლევანტე ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და ლა ლიგაში დაწინაურების მთავარი კანდიდატია. ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელს სურს, კლუბთან ერთად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 25 წლის ქართველის ანგარიშზე 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები