კოპა ამერიკა 2024-ზე ჯგუფური ეტაპის მე-2 ტური დაიწყო, სადაც პირველ შეხვედრაში ერთმანეთს პერუსა და კანადის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
მატჩი კანადელთა გამარჯვებით 0-1 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი 74-ე წუთზე ჯონათან დევიდმა გაიტანა. კანადას ორი მატჩის შემდეგ 3 ქულა აქვს.
მეორე შეხვედრაში კი განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის კლასიკა შედგა. ჩილე არგენტინას დაუპირსპირდა. ამ მატჩის ბედის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
88-ე წუთზე გამარჯვების გოლის ავტორი ლაუტარო მარტინესი გახდა, ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა კი უკვე 6 ქულა დააგროვა და 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.
ჯგუფში ჩილე და პერუ კი თითო ქულით მე-3 და მე-4 ადგილებზე არიან. ბოლო ტურში არგენტინა პერუს, ჩილე კი კანადას დაუპირისპირდება.
კოპა ამერიკა 2024 - ბრაზილიამ უგოლოდ დაიწყო