• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კრიშტიანუ რონალდუს მომავალი გარკვეულია
ფეხბურთიფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს მომავალი გარკვეულია

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პოლ-ჟოზე მპოკუმ, რომელმაც კარიერის ნაწილი ახლო აღმოსავლეთში გაატარა, GOAL-თან ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ არ უნდა ველოდოთ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას ევროპულ ფეხბურთში.


პარალელურად, მან მოჰამედ სალაჰისა და ლიონელ მესის მომავალზეც საინტერესო პროგნოზები გააკეთა.

კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრს 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ინდივიდუალურად უმაღლეს დონეს ინარჩუნებს, თუმცა მისი მომავლის შესახებ კითხვები მაინც არსებობს. პორტუგალიელს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში ფინანსების განაწილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა, ის კვლავ გუნდის ლიდერია. მპოკუ დარწმუნებულია, რომ 41 წლის ვარსკვლავი საუდის არაბეთს არ დატოვებს:


არ ვფიქრობ, რომ ის ევროპაში დაბრუნდება. მიმაჩნია, რომ ამას მისთვის აზრიც არ აქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რას გამომუშავებს იქ და როგორ ეპყრობიან მას ადამიანები. როცა ამ ასაკს აღწევ, არის რაღაცები, რაც აღარ გინდა. ვფიქრობ, ის ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ალბათ ბოლო იქნება მისთვის, შემდეგ კი საუდის არაბეთში დაბრუნდება


რაც შეეხება მოჰამედ სალაჰს, რომელიც ლივერპულთან კონტრაქტის დასრულებას უახლოვდება, მპოკუ მიიჩნევს, რომ ეგვიპტელიც იმავე გზას აირჩევს:


ვფიქრობ, მო სალაჰი სავარაუდოდ საუდის არაბეთში წავა. არ ვიცი, იქნება თუ არა ეს ალ ნასრი, მაგრამ ის იქ გადავა


ბევრს აინტერესებს, შეძლებს თუ არა დევიდ ბექჰემი ინტერ მაიამიში რონალდუსა და მესის გაერთიანებას. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელს კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს, მპოკუ ამ იდეის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი:


არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. ჩემთვის გაურკვეველია, რამდენად კარგი იქნება მათი ერთ გუნდში ხილვა, რადგან ორივე უდიდესი ვარსკვლავია და არჩევანი ერთზე უნდა შეაჩერო. ან პრო-მესი ხარ, ან პრო-რონალდუ. არ მგონია, კლუბისთვის კარგი იყოს ორივეს ერთად ყოლა


ამ ეტაპზე ორივე ლეგენდა კარიერის ბოლო თავებს წერს და 1000-გოლიან ნიშნულს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, ითამაშებენ თუ არა ისინი ერთად, გულშემატკივრები მათგან კიდევ ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს ელიან, განსაკუთრებით კი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

რონალდუ
სალაჰი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ენდრიკი იუნაიტედზე: „ეს კლუბი რონალდუს გამო ჩემს გულშია“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენდრიკი იუნაიტედზე: „ეს კლუბი რონალდუს გამო ჩემს გულშია“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ: „დამთავრებულია“ თუ კვლავ საუკეთესო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ: „დამთავრებულია“ თუ კვლავ საუკეთესო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუების ეპოქა: ითამაშებენ თუ არა მამა-შვილი ერთად?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუების ეპოქა: ითამაშებენ თუ არა მამა-შვილი ერთად?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰალანდი ანრისა და სალაჰის რეკორდს ანადგურებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰალანდი ანრისა და სალაჰის რეკორდს ანადგურებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 აპრ, 2026

ენდრიკი იუნაიტედზე: „ეს კლუბი რონალდუს გამო ჩემს გულშია“

News image

20 აპრ, 2026

რონალდუ: „დამთავრებულია“ თუ კვლავ საუკეთესო?

News image

22 აპრ, 2026

რონალდუების ეპოქა: ითამაშებენ თუ არა მამა-შვილი ერთად?

News image

5 სთ წინ

ჰალანდი ანრისა და სალაჰის რეკორდს ანადგურებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება