აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე კრივის საერთაშოირო ტურნირ Great Silk Way 2026-ზე, გიორგი ნატროშვილმა ოქროს მედალი მოიგო.
75 კგ. წონით კატეგორიაში, ნატროშვილმა ფინალამდე ყაზახი და აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა, სატიტულო ბრძოლაში კი უზბეკ შერბეკ შოკიროვს აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა.
ნატროშვილის გარდა, სახილ ალახვერდოვმა და გოგა თოფურიამ (ორივე 50 კგ.) 1/2 ფინალამდე გააღწიეს, თუმცა იქ ორივე აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა.
ფოტო: კრივის ეროვნული ფედერაცია