გორის სპორტის სასახლეში, 17-წლამდე მოკრივეთა შორის, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
რინგზე, ევროპის ჩემპიონებთან - ელენე ქარჩავასთან, დავით ალიხანაშვილთან და დავით ახვლედიანთან ერთად, პრიზიორები - ლიზა ლობჟანიძე, ალექსი გუნია, გიგი არჩაია, თორნიკე სიმონიშვილი, საბა კერძევაძე და ჯონი ხაბურზანიაც ვიხილეთ. გოგონების კატეგორიაში, წონების მიხედვით, შედეგები ასეთია:
46 კგ. ბარბარე ჭოჭუა (თბილისი) ანასტასია ბუსხრიკიძე (თბილისი);
50 კგ. ანასტასია ჯოლოხავა (თბილისი) ანანო ქობულაშვილი (გორი) ნინო მიქაუტაძე (ქუთაისი) ელენე გრემენაშვილი (თელავი);
54 კგ. ელენე ქარჩავა (ზუგდიდი) მელანო ჯაყელი (ფოთი) მარიტა გაგოშიძე (ზესტაფონი) ინა მდინარაძე (ზესტაფონი);
57 კგ. მარიამ ნაკანი (მესტია) ხატია აკოფოვი (ახალქალაქი);
63 კგ. ანასტასია ჩოკორაია (ზუგდიდი) მარი კობაიძე (გარდაბანი) მარიამ მეტრეველი (გურჯაანი) ქეთი შუკაკიძე (რუსთავი);
66 კგ. ლილე ვაჩაძე (ქუთაისი) ვალენტინა ჩიჩუა (ბათუმი);
70 კგ. ლიზა ლობჟანიძე (გორი) ანასტასია კუკავა (ხობი).
17-წლამდე ბიჭების საქართველოს ჩემპიონატი კრივში - ყველა ჩემპიონი და პრიზიორი
ფოტო: კრივის ეროვნული ფედერაცია