-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგენდარული მოკრივე, ჯორჯ ფორმანი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფორმანი ორგზის მსოფლიოს მძიმე წონის ჩემპიონი და ოლიმპიური ოქროსმედალოსანი იყო. ის ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის შეერთებული შტატების სახელით 1968 წელს მექსიკაში გახდა.
ფორმანის კარიერა 81 ბრძოლას ითვლის, საიდანაც მან 76 მოიგო, აქედან 68 კი ნოკაუტი იყო. ჯორჯ ფორმანი ყველა დროის ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი მოკრივეა.
მისი და მუჰამედ ალის დაპირისპირება, რომელიც 1974 წელს კინშასაში შედგა, კრივის ისტორიაში სამუდამოდ არის შესული. ეს ფორმანის პირველი მარცხი იყო კარიერაში.
ფორმანის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის მაიკ ტაისონიც: "თანაგრძნობა ჯორჯ ფორმანის ოჯახს. მისი წვლილი კრივისადმი არასდროს იქნება დავიწყებული."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები