ბრიტანელმა მოკრივე ტაისონ ფიურიმ სოციალურ ქსელში ტრილოგია დააანონსა.
36 წლის სპორტსმენის ცნობით, 2026 წლის 18 აპრილს უემბლის სტადიონზე მისი და ოლექსანდრ უსიკის მე-3 დაპირისპირება შედგება.
ბრიტანელი და უკრაინელი 2024 წელს ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. ორივე შემთხვევაში გამარჯვებული უკრაინელი გახდა.
პირველ 12-რაუნდიან ბრძოლაში უსიკმა გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო, მეორე შემთხვევაში კი უკვე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაირკვა გამარჯვებული.
2025 წლის დასაწყისში ტაისონ ფიურიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა როგორც ჩანს, ბრიტანელი ჯერ ამას არ აპირებს.