მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა და მისმა ძმამ ფელიქსმა ესპანეთის სუპერთასის შემდეგ ბარსელონა განიხილეს.
ფელიქს კროოსმა Einfach mal Luppen-ის პოდკასტში აღნიშნა, რომ კატალონიური გუნდი მიღწეული შედეგით კმაყოფილია, თუმცა მთავარი გამოცდა ჯერ წინ ელოდება:
„ისინი ისევ ძალიან კმაყოფილები არიან ესპანეთის სუპერთასით, მაგრამ ახლა ბარსელონას ჩემპიონთა ლიგა ელის, სადაც უმაღლესი დონის მეტოქეების წინააღმდეგ მოუწევს თამაში“.
ტონი კროოსის პასუხი კი ბევრად კატეგორიული აღმოჩნდა:
„ისინი ვერ მოიგებენ ვერცერთ საერთაშორისო ტიტულს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ“.