იურგენ კლოპი სერიოზულად განიხილავს სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას, თუ მადრიდის რეალი ზაფხულისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
ინფორმაციას ექსკლუზიურად Sky Sports-ის გერმანელი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მადრიდის რეალი კლოპისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა. გერმანელი სპეციალისტი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს Red Bull-ის პროექტში და მასთან ძლიერი იდენტიფიკაცია აქვს, თუმცა არსებობს მინიმუმ ორი პროექტი, რომლის შემთხვევაში დაბრუნებას დათანხმდება, თუ ყველა დეტალი ერთმანეთს დაემთხვევა — მადრიდის რეალი და გერმანიის ეროვნული ნაკრები.
კლოპი და მადრიდის რეალი არის თემა, რომელსაც 2026 წლის ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.