ალვარო არბელოამ ალბასეტესთან მარცხის (2:3) შემდეგ ესპანეთის თასიდან მადრიდის რეალის გამოვარდნა შეაფასა.
„ამ კლუბში ფრესაც კი ცუდ შედეგად და ტრაგედიად აღიქვამენ, წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ასეთი მარცხი. მითუმეტეს სხვა ლიგის წარმომადგენელთან.
თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა, ეს მე ვარ, რადგან შემადგენლობა, თამაშის სტილი და ცვლილებები სწორედ მე ავირჩიე. მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო ფეხბურთელებს იმისთვის, თუ როგორ მიმიღეს და ჩემი ამოცანაა დავეხმარო მათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური აღდგენის პროცესში.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სწორი შემადგენლობა იყო. ძალიან ნიჭიერი გუნდი მყავს, მაგრამ ფეხბურთელებისთვის მარტივი არ არის, უკვე მეორე დღეს დაიწყონ იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც მათგან ვითხოვ.
ვგრძნობ, რომ საბოლოოდ პასუხისმგებლობა ჩემზე მოდის“, — განაცხადა მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა.