მადრიდის რეალის კაპიტანმა დანი კარვახალმა ესპანეთის თასის მერვედფინალში ალბასეტესთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დღეს ფსკერს მივაღწიეთ. ტურნირიდან სეგუნდას გუნდმა გამოგვაგდო და მათ ამ გამარჯვებას ვულოცავ.
ხვალიდან უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ჯერ კიდევ გვაქვს დრო სეზონის მსვლელობის შესატრიალებლად.
წინ ორი ფანტასტიკური ტურნირია, სადაც ბრძოლა მოგვიწევს. გუნდი ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის და ბევრად უფრო დიდი შრომაა საჭირო.
ყველა მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. ამავდროულად ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს. ჩვენ ყველა — და მათ შორის პირადად მეც — ვერ ვამართლებთ კლუბის დონეს და მოლოდინებს.
ვპირდებით, რომ მომდევნო თვეებში თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით, რათა არსებული ვითარება შევცვალოთ“, — განაცხადა დანიელ კარვახალმა.