მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტის შემდეგ, გადატვირთული გრაფიკის გამო უკმაყოფილება ტიბო კურტუამაც გამოთქვა.
ანჩელოტი: "მსგავსი რამ თუ განმეორდა, მოედანზე აღარ გავალთ"
„ვთამაშობთ მაშინ, როცა გვიწევს, თავის მართლება არ გვჭირდება. მიხარია, რომ მცირე დასვენების მიუხედავად არ წავაგეთ. ნორმალური არ არის, როცა ოთხშაბათს 120 წუთს და პენალტების სერიას თამაშობ, იღლები, შემდეგ კი შაბათს 18:30-ზე გიწევს მოედანზე გასვლა.
მესმის, ლა ლიგას არ უყვარს, როცა სამი ტოპ კლუბი ერთ დღეს თამაშობს, მაგრამ ზოგჯერ ეს საჭიროა. პრემიერ ლიგაში მსგავსი რამ ბევრჯერ ხდება. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიმართ უპატივცემლობა. მცირე დასვენების გამო ვინმეს შეიძლებოდა ტრავმა მიეღო.
ჯობდა კვირას გვეთამაშა - სუპერკვირას, როგორც პრემიერ ლიგა აკეთებს ხოლმე. ის, რომ რეალი თამაშობს პირველი, შემდეგ კი ატლეტიკო და ბარსელონა - ტელევიზიისთვის კარგია, მაგრამ ზოგჯერ სხვა ინტერესებიც შემოდის." - აღნიშნა ბელგიელმა მეკარემ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები