მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 28-ე ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ვილიარეალი დაამარცხა.
შეხვედრა ესტადიო დე ლა სერამიკაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მე-7 წუთზე არგენტინელმა ფოითმა ვილიარეალი დააწინაურა, თუმცა 17-ე და 23-ე წუთებზე კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
3 ქულის მოპოვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ტიბო კურტუასაც, რომელმაც 9 სეივით გამოიჩინა თავი და მასპინძლებს ერთი გოლის მეტის გატანის საშუალება არ მისცა.
რეალმა 60 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მეორეზე ბარსელონაა 57 ქულით, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
საინტერესოა, რომ რეალმა 2016/17 სეზონის შემდეგ პირველად შეძლო ვილიარეალის სტუმრად დამარცხება - მას შემდეგ გუნდებს შორის ამ სტადიონზე გამართული 7 მატჩიდან 6 ფრედ დასრულდა, ერთხელ კი მასპინძლებმა მოიგეს.
1-0 ფოითი (7')
1-1 მბაპე (17')
1-2 მბაპე (23')
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები