-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ ვილიარეალთან მატჩის ჩატარების დროით უკმაყოფილება გამოთქვა.
ოთხშაბათს საღამოს რეალმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ითამაშა ატლეტიკოსთან, 72 საათზე ნაკლებში, შაბათს საღამოს კი ვილიარეალთან მოუწია გასვლითი თამაშის ჩატარება.
„ლა ლიგას თამაშის გადაწევა ორჯერ ვთხოვეთ, პასუხად კი არაფერი მივიღეთ.
მოედანზე უკანასკნელად გავედით, როცა დასვენებისთვის 72 საათზე ნაკლები გვქონდა. მსგავსი რამ თუ განმეორდა, უბრალოდ არ ვითამაშებთ." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
დაღლილობის მიუხედავად რეალმა მეტოქე 2:1 დაამარცხა და მინიმუმ ბარსელონას მატჩამდე ცხრილში გალიდერდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები