ტიბო კურტუა მადრიდის რეალის ისტორიაში მე-2 მეკარეა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩისას საგოლე პასი გააკეთა.
ბელგიელმა, კაირათის წინააღმდეგ, კილიან მბაპე საკუთარი საჯარიმოდან ვიზავისთან პირისპირ გაიყვანა და სანტიაგო კანისარესის შედეგი გაიმეორა. კანისარესმა, რეალის მაისურით, ლიგაზე ასისტი 1997 წლის ოქტომბერში, ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ მიითვალა.
კურტუამ კაირათთან კარი მშრალად შეინახა. მისმა გუნდმა ყაზახებს 5:0 მოუგო - მბაპემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი კამავინგამ და ბრაიმ დიასმა შეაგდეს.
სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგის ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს - მომდევნო ტურში იუვენტუსის ბერნაბეუზე მასპინძლობისთვის მოემზადება.