ფიფამ წლის საუკეთესო მეკარის ნომინანტები დაასახელა.
გამარჯვებულს ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და ასევე ჟურნალისტები და გულშემატკივრები ადგენენ. რეიტინგში მოხვდნენ 2024 წლის 11 აგვისტოდან 2025 წლის 2 აგვისტომდე ყველაზე გამორჩეული გოლკიპერები.
ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოსთვის იბრძოლებენ:
ალისონ ბეკერი (ლივერპული, ბრაზილია)
ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია)
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/ სიტი, იტალია)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია)
დავიდ რაია (არსენალი, ესპანეთი)
იან ზომერი (ინტერი, შვეიცარია)
ვოიცეხ შესნი (ბარსელონა, პოლონეთი).
2024 წელს საუკეთესოდ ემილიანო მარტინესი დასახელდა.