როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი მამარდაშვილი ჩელსის წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ითამაშებს.
ქართველ მეკარეს წინ კონატე და ვან დეიკი უდგანან, ფლანგებზე კი ბრედლი და კერკეში მოქმედებენ.
გიოს აქამდე, ინგლისის სუპერ თასზე, კრისტალ პალასთან აქვს ნათამაშები, ჩემპიონთა ლიგაზე გალათასარაისთან მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა.
ლივერპულს 6 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და უიქენდამდე პრემიერ ლიგის ლიდერი იყო, ჩელსი კი, 8 ქულით, ათეულიდან გავარდნის ზღვარზეა.
The Athletic-ის ინფორმაციით, მამარდას კონკურენტი ალისონ ბეკერი მოედანს, სავარაუდოდ, ნოემბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ დაუბრუნდება. იქამდე ლივერი, ჩელსის გარდა, იუნაიტედთან, რეალთან და სიტისთან ითამაშებს.