ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ერთ კონკრეტულ სეზონში, 5-მა ქართველმა ფეხბურთელმა ისტორიაში მეორედ ითამაშა.
ეს მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც მადრიდის რეალთან მე-80 წუთიდან თამაშში ყაზახური კაირათის ნახევარმცველი გიორგი ზარია ჩაერთო, რასაც გალათასარაი-ლივერპულის მატჩისას ალისონ ბეკერის ტრავმა და გიორგი მამარდაშვილის 57-ე წუთზე მოედანზე შესვლა მოჰყვა.
შედეგად, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ტურნირზე მონაწილეობა უკვე მიიღეს - გიორგი ქოჩორაშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ზარიამ და გიორგი მამარდაშვილმა.
საქართველოს ასეთივე შედეგი 2003-04 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა, როცა ფინალურ ეტაპზე ასევე 5-მა ქართველმა ითამაშა - კახა კალაძემ (მილანი), შოთა არველაძემ / ზურა ხიზანიშვილმა (რეინჯერსი) და მიხეილ აშვეთიამ / მალხაზ ასათიანმა (მოსკოვის ლოკომოტივი).
ნახსენებ სეზონში ლიგაზე ერთადერთი ქართული გოლი გავიდა - მიხეილ აშვეთიამ ინტერთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში ფრანჩესკო ტოლდოს გაუტანა.
წლევანდელ სეზონში ქართველთაგან გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ (ატალანტასთან) შეაგდო, გიორგი ქოჩორაშვილმა კი საგოლე გადაცემა (კაირათთან) შეასრულა.