უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გალათასარაისთან გამართული მატჩის შემდეგ არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა.
ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ალისონ ბეკერი პრემიერ ლიგაში ჩელსისთან თამაშს ვერ შეძლებს.
არასდროსაა პოზიტიური ნიშანი, როცა მოთამაშე ასე გადის მოედნიდან. ალისონი ჩელსისთან ვერ ითამაშებს.
ბრაზილიელმა მეკარემ თურქულ გუნდთან მატჩის მეორე ტაიმში მიიღო დაზიანება, მის ნაცვლად კი მოედანზე გიორგი მამარდაშვილი შემოვიდა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო თამაშიიყო ჩემპიონთა ლიგაზე.
როგორც ჩანს, შაბათს ქართველი მეკარის დებიუტი პრემიერ ლიგაშიც შედგება ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ.
მამარდას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, გალათასარაიმ ლივერპულს ოსიმენის გოლით მოუგო