უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გალათასარაიმ საკუთარ მოედანზე ლივერპული მიიღო.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-16 გავიდა. ლივერპულის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა.
გალათასარაიმ ანგარიშის შენარჩუნება მატჩის ბოლომდე შეძლო და ინგლისის ჩემპიონი დაამარცხა კიდეც.
კარგი ფაქტი მოხდა ქართველი გულშემატკივრებისთვის - ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც თამაშში ტრავმირებული ალისონ ბეკერის ნაცვლად ჩაერთო.
ბრაზილიელმა მეკარემ მოედანი 56-ე წუთზე დატოვა და მის ნაცვლად ლივერპულის კარის დაცვა ქართველმა გააგრძელა.
აღსანიშნავია, რომ ლივერპულმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. მერსისაიდელებმა გასულ უიქენდზე პრემიერ ლიგაში კრისტალ პალასთან შეხვედრა დათმეს.
გალათასარაისა და ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის 2 ტურის შემდეგ 3-3 ქულა აქვთ. თურქები მომდევნო ტურში ბოდო/გლიმტს უმასპინძლებენ, მერსისაიდელები კი აინტრახტს ესტუმრებიან.