ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალების შემდეგ, ბუკმეიკერებმა 2026 წლის ოქროს ბურთის მოგების ფავორიტთა სია განაახლეს.
ბუკმეიკერები მიიჩნევენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 2026 წელს ოქროს ბურთის მოგების რეალური შანსი აქვს. სულ რაღაც ორ კვირაში პსჟ-ს ქართველი შემტევის გამარჯვების შანსები მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც მან პრეტენდენტთა სიაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
მთავარ ფავორიტად კვლავ ბაიერნის ფორვარდი ჰარი კეინი რჩება, საუკეთესო სამეულში ასევე შედიან კეინის თანაგუნდელი მაიკლ ოლისე და არსენალის ნახევარმცველი დეკლან რაისიც.
ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები ბუკმეიკერების ვერსიით:
1. ჰარი კეინი (ბაიერნი)
2. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)
3. დეკლან რაისი (არსენალი)
4. უსმან დემბელე (პსჟ)
5. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
6. ლამინ იამალი (ბარსელონა)
7-8. კილიან მბაპე (რეალი)
7-8. ვიტინია (პსჟ)
9-10. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)
9-10. რაფინია (ბარსელონა).