ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო.
საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 გამარჯვების შემდეგ, ტურნირის 1/64 ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ დანიელ მერიდა აგილარს 3 სეტში აჯობა - 6:4; 2:6; 6:3.
ნიკამ 7 ეისი მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 47-დან 34 ქულა მოიგო, ხოლო მეორეზე - 41-დან 17. გადაარჩინა 8-დან 4 ბრეიკ-პოინტი. 44 ვინერი შეასრულა და უნებლიედ 47-ჯერ შეცდა.
ბასილაშვილი გავიდა 1/32 ფინალში - მისი მეტოქე მსოფლიოს მე-6 ჩოგანი და ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილი, ამერიკელი ბენ შელტონი იქნება. შელტონთან აქამდე არასდროს უთამაშია.