ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის დასრულებამდე ერთი, ფინალური მატჩიღა დარჩა.
საგოლე მოქმედებების რეიტინგში პირველ ადგილს 3 ფეხბურთელი იყოფს, რომელთაგანაც ფინალში მხოლოდ ერთი ითამაშებს - ხვიჩა კვარაცხელია.
1. კილიან მბაპე - 16 საგოლე მოქმედება (15 გოლი, 1 ასისტი);
2. ჰარი კეინი - 16 საგოლე მოქმედება (14 გოლი, 2 ასისტი);
3. ხვიჩა კვარაცხელია - 16 საგოლე მოქმედება (10 გოლი, 6 ასისტი);
ფინალის სხვა მონაწილეთაგან, ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება უსმან დემბელესა (7 გოლი, 2 ასისტი) და დეზირე დუეს (5 გოლი, 4 ასისტი) აქვთ - 9-9. არსენალის მხრიდან, ყველაზე შედეგიანი გაბრიელ მარტინელია - 8 საგოლე მოქმედება (6 გოლი, 2 ასისტი).
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 30 მაისს (შაბათი), ბუდაპეშტის პუშკაშ არენაზე, პარი სენ ჟერმენი ლონდონის არსენალს შეხვდება.
კვარამ უნიკალური რეკორდი დაამყარა - ჩემპიონთა ლიგის 71-წლიან ისტორიაში პირველია