ბაიერნთან 1:1-ისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შემდეგ, ლუის ენრიკემ უეფა-ს რეპორტიორთან შეფასებები გააკეთა.
"ხასიათი, რომელიც ბაიერნისნაირ გუნდთან ვაჩვენეთ, ძალიან პოზიტიურია. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედით.
ძალიან დაძაბული, ძალიან რთული მატჩი იყო. ისინი ფეხბურთს უმაღლეს დონეზე თამაშობენ. ორივე გუნდი მსგავსია, მაღალი პრესინგი გვიყვარს. ძალიან ბედნიერები ვართ", - თქვა ლუის ენრიკემ.
პსჟ-მ ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:4 დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და შეეცდება გახდეს რეალ მადრიდის შემდეგ პირველი კლუბი, რომელიც ტიტულს დაიცავს. ასევე, რეალის შემდეგ პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ფინალის საგზური მოიპოვა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 30 მაისს, ბუდაპეშტის პუშკაშ არენაზე, პარი სენ ჟერმენი ლონდონის არსენალს შეხვდება.
ახსნა: რატომ არ დაინიშნა პენალტი პსჟ-ს კარში