• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კვარა რეალში? - რატომ მიიჩნევენ ხვიჩას მთავარ კანდიდატად
ფეხბურთიფეხბურთი

კვარა რეალში? - რატომ მიიჩნევენ ხვიჩას მთავარ კანდიდატად

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებამ სუპერტრანსფერის შესახებ, რომლის ერთ-ერთ სამიზნედაც ხვიჩა კვარაცხელია სახელდება, გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კონკურენტის დასაჩრდილად, პერესმა ისტორიული ფინანსური გეგმა წარადგინა და დაადასტურა, რომ კლუბი სარეკორდო შეთავაზებისთვის ემზადება.


კლუბის წევრებთან შეხვედრისას ვეტერანმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალ სამშაბათს მადრიდის რეალი ოფიციალურ წინადადებას გააკეთებს:

სამშაბათს ჩვენ 150 მილიონ ევროზე მეტს შევთავაზებთ ფეხბურთელს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ეს იქნება მადრიდის რეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი.


პრეზიდენტმა მალევე გამორიცხა ისეთი ვარიანტები, როგორებიცაა ერლინგ ჰალანდი და მაიკლ ოლისე, თუმცა დატოვა უმნიშვნელოვანესი მინიშნება: ფეხბურთელი მოედანზე ნახევარდაცვიდან ზევით თამაშობს. პერესის თქმით, ეს მოთამაშე თავის პოზიციაზე იმავე კატეგორიას მიეკუთვნება, როგორსაც კრიშტიანუ რონალდუ, ზინედინ ზიდანი და ლუიშ ფიგუ.

მას შემდეგ, რაც პერესმა პრემიერ ლიგის ვარსკვლავები (მათ შორის ჰარი კეინი და ჟერემი დოკუ) გამორიცხა, მადრიდისტებმა ძიების არეალი ევროპის წამყვან ჩემპიონთა ლიგის კლუბებზე შეამცირეს.

სოციალურ ქსელებში ყველაზე დიდი განხილვა პარი სენ-ჟერმენის გარშემო მიმდინარეობს. ფრანგულმა გრანდმა არსენალის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ტიტული წარმატებით დაიცვა, ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და გუნდის ვარსკვლავი კი სწორედ ქართველი თავდამსხმელია. გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ პერესის სამიზნე სწორედ კვარაცხელიაა, რომლის სათამაშო სტილი და პოზიცია იდეალურად ჯდება პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კატეგორიაში.

ჟურნალისტების შენიშვნაზე, რომ კილიან მბაპესა და ვინისიუს ჟუნიორის ფონზე 150-მილიონიანი შემტევის დამატება შესაძლოა ზედმეტი იყოს, პერესმა საკუთარ სტილში უპასუხა: „მადრიდში ყოველთვის მეტი გჭირდება“.


სამშაბათის მოახლოებასთან ერთად, საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდება, გახდება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია სამეფო კლუბის მომავალი გალაქტიკო.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ფლორენტინო პერესი
ლა ლიგა
ლიგა 1
პსჟ
რეალი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინ არის ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არის ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „ეს ადამიანი მთლიანად ბლეფია და ვერც ჰალანდს იყიდის"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „ეს ადამიანი მთლიანად ბლეფია და ვერც ჰალანდს იყიდის"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „რატომ შევაჩერე არჩევანი მოურინიოზე?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „რატომ შევაჩერე არჩევანი მოურინიოზე?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უთხრა ფინალში მარკინიოსმა გაბრიელს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უთხრა ფინალში მარკინიოსმა გაბრიელს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ვინ არის ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკო?

News image

5 სთ წინ

პერესი: „ეს ადამიანი მთლიანად ბლეფია და ვერც ჰალანდს იყიდის"

News image

5 სთ წინ

პერესი: „რატომ შევაჩერე არჩევანი მოურინიოზე?"

News image

3 სთ წინ

რა უთხრა ფინალში მარკინიოსმა გაბრიელს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება