პსჟ-ს კაპიტანმა მარკინიოსმა გაამხილა, რა უთხრა გაბრიელ მაგალიაესს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაცუდებული პენალტის შემდეგ.
ბრაზილიელმა მცველმა თასის მოგების აღნიშვნა შეაჩერა, რათა თანამემამულე ენუგეშებინა.
ბუდაპეშტში გამართულ ფინალში არსენალი პსჟ-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა. გაბრიელმა, რომელიც სეზონის განმავლობაში ბრწყინვალედ თამაშობდა, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. სანამ პარიზელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, მარკინიოსი პირდაპირ გაბრიელისკენ გაემართა. პსჟ-ს კაპიტანმა აღნიშნა, რომ კარგად ესმოდა მისი ტკივილი, რადგან თავადაც ანალოგიურ სიტუაციაში იყო 2022 წლის მუნდიალზე:
აღსანიშნავად გავრბოდი, როცა ის ჩემ წინ დავინახე. ჩემი გუნდი გვერდით უვლიდა, ეს ზუსტად ის სურათი იყო, რაც მე გადავიტანე 2022 წელს. ვუთხარი, რომ თავი მაღლა აეწია, რადგან საოცარი მატჩი და სეზონი ჰქონდა... ჩემი აზრით, ის ამ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო. ეს ტვირთი მარტოს არ უნდა ეზიდა
ორივე მცველი უკვე ბრაზილიის ნაკრებშია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირზე სელესაო C ჯგუფში მაროკოსთან, ჰაიტისა და შოტლანდიასთან ერთად ითამაშებს.