პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის ახალ სეზონს სტუმრად, რენის წინააღმდეგ მატჩით ხსნის.
ლუის ენრიკეს გუნდი მზად არის ტიტულის დასაცავად ბრძოლა ოპტიმალური შემადგენლობით დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის ხაზში დისკვალიფიკაციის გამო ნუნუ მენდეში დააკლდებათ, პარიზელთა განაცხადში ყველა მთავარი ვარსკვლავია წარმოდგენილი.
გუნდის ქართველი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს. შეტევაში უსმან დემბელესთან, დეზირე დუესთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად, კვარა მზად არის კიდევ ერთი შესანიშნავი პერფომანსი გვაჩუქოს და პსჟ-ს სეზონის პირველი გამარჯვება მოუპოვოს.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ლუკა დინი; ზაირ-ემერი, ვიტინია, ჟოაუ ნევეში; დეზირე დუე, უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია.