ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025-26 წლების სეზონში პირველი გოლი ლიონთან გაიტანა.
VIDEO: კვარას პირველი გოლი ლიგა 1-ში - პსჟ-მ ლიონს ბოლო წუთებზე მოუგო
ეს გოლი ქართველი შემტევისთვის ევროპის ტოპ 5 ლიგაში 33-ე აღმოჩნდა, რითიც ყველა დროის საუკეთესო ქართველი ბომბარდირი გახდა.
კვარაცხელიამ ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის შედეგი გააუმჯობესა, რომელთაც გერმანიის ბუნდესლიგაში 32-32 გოლი აქვთ გატანილი.
ხვიჩამ იტალიის სერია ა-ში 85 მატჩში 28 გოლის გატანა შეძლო, ლიგა 1-ში კი მის ანგარიშზე 24 მატჩში 5 გოლია.
კობიაშვილს ბუნდესლიგაში ჩატარებულ 351 მატჩში აქვს გატანილი 32 გოლი, ალექსანდრე იაშვილმა კი ამდენივე გოლის გატანა 198 მატჩში მოახერხა.
კობიაშვილი-იაშვილის შედეგის გაუმჯობესებასთან ახლოს არის გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ტოპ 5 ლიგაში ჩატარებულ 65 მატჩში 27 გოლი დაუგროვდა.