შეფასებები | პსჟ 1-3 მონაკო: სტუმრებმა ლიდერებს სეზონში მეორედ მოუგეს
მონაკომ პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და პარასკევ საღამოს პარიზელები საკუთარ მოედანზე დაამარცხა. მატჩის მთავარი გმირი კიდევ ერთხელ მაგნეს აკლიუში გახდა. მიუხედავად მარცხისა, პსჟ ცხრილის სათავეში რჩება, თუმცა მათი დაცვითი ხარვეზები და შეცდომები ბურთის გათამაშებისას დიდ შეშფოთებას იწვევს ჩელსისთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ
ლუის ენრიკე წელს უკვე მეოთხედ დამარცხდა ტაქტიკურ ბრძოლაში სებასტიან პოკონიოლისთან. თუ პარიზელები თამაშის ხარისხს სასწრაფოდ არ გამოასწორებენ, ოთხშაბათს ჩელსისთან მძიმე ღამე ელით.
პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასებები
გუნდური ჩავარდნის ფონზე, გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პარიზელთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
მატვეი საფონოვი - 5
აშრაფ ჰაკიმი - 5
უილიან პაჩო - 5
ილია ზაბარნი - 4
ნუნუ მენდეში - 4
ზაირ-ემერი - 4 (პირველი გოლის მთავარი დამნაშავე)
ვიტინია - 4
ბრედლი ბარკოლა - 4 (გოლის მიუხედავად, ბევრი მომენტი გაანიავა)
ხვიჩა კვარაცხელია - 6 (გუნდის საუკეთესო მოთამაშე)
მონაკოს გამორჩეული მოთამაშეები
მაგნეს აკლიუში - 8 (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი)
ტილო კერერი - 7
ფოლარინ ბალოგუნი - 7