VIDEO: პსჟ სახლში მონაკოსთან დამარცხდა — კვარამ 60 წუთი ითამაშა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში ქვეყნის ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი მონაკოსთან დამარცხდა.
პარკ დე პრენსზე გამართული შეხვედრა მონეგასკების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტოში დაიწყო, 60-ე წუთზე კი, როცა გუნდი 0:2-ს აგებდა, მოედანზე ადგილი უსმან დემბელეს დაუთმო.
ამ გამარჯვებით მონაკომ პსჟ-ზე ჩემპიონთა ლიგიდან ორმატჩიან დუელში მარცხის გამო ნაწილობრივ შური იძია.
პსჟ-ს ანგარიშზე 57 ქულა დარჩა და ლანსთან, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს, მონაკო კი 40 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
საინტერესოა, რომ მონაკომ ამ სეზონში პსჟ-ს ორივე ტურში მოუგო ჩემპიონატის თამაში — პირველ წრეში გუნდებს შორის გამართული მატჩი ასევე მონაკოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა.