ლა ლიგამ გადაწყვიტა, რომ დღევანდელი მატჩის პირველი 25 წამი საერთოდ არ გააშუქოს.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ლა ლიგის ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, ჩემპიონატის თამაშების აშშ-ში ჩატარების გასაპროტესტებლად, პირველი 15 წამი თამაშზე საერთოდ უარი თქვან.
ამის პასუხად, ლა ლიგამ მატჩის პირველი 25 წამი საერთოდ არ გააშუქა.
ოვიედო - ესპანიოლის თამაში 22-ვე ფეხბურთელის ღია პროტესტით დაიწყო, თუმცა მაყურებელმა ამის ხილვა ვერ მოახერხა, რადგან პროტესტის ეს გზა ფეხბურთელთა ასოციაციამ წინასწარ გამოაცხადა.
როგორც ცნობილია, ლა ლიგამ ვილიარეალი - ბარსელონას მატჩის მაიამიში ჩატარების გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო, რასაც ჩემპიონატის 20-ვე კლუბის კაპიტნები ეწინააღმდეგებიან.