VIDEO: არაუხოს გამარჯვების გოლი - ბარსელონამ ჟირონას ბოლო წუთზე მოუგო
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში კატალონიური დერბი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბარსელონა და ჟირონა დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე პედრიმ გახსნა, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა. მე-20 წუთზე აქსელ ვიტსელმა ეფექტური მაკრატელა დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
გუნდები ქულების გაყოფასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში ფრენკი დე იონგის პასის შემდეგ რონალდ არაუხომ გამარჯვების გოლი გაიტანა და ბარსელონას 3 ქულა მოუპოვა.
ამ მოგებით ჰანსი ფლიკის გუნდს 9 მატჩის შემდეგ 22 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა რეალს თავისი მატჩი ჩასატარებელი აქვს.