• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ლა ლიგაშივე გადავა? - ლევანდოვსკის ახალი მსურველი ჰყავს
ფეხბურთიფეხბურთი

ლა ლიგაშივე გადავა? - ლევანდოვსკის ახალი მსურველი ჰყავს

17 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კატალონიური Sport-ი პოლონურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რობერტ ლევანდოვსკის მსურველ კლუბთა სიას მადრიდის ატლეტიკოც შეემატა.


პოლონელი ჟურნალისტის, მატეუშ შვეჩიცკის თქმით, დიეგო სიმეონე ლევანდოვსკის გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება, რაც ზაფხულში მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატების ალბათობას აჩენს.


გავიხსენოთ 2020 წლის ამბავი, როცა ბარსამ ლუის სუარესი გაუშვა. ურუგვაელს დიეგო სიმეონემ დაუძახა - ლა ლიგაში 21 გოლი და 3 ასისტი ჰქონდა, რაც ატლეტიკოს ჩემპიონობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი იყო. როხიბლანკოში მასზე მეტი არავის გაუტანია და არც საგოლე მოქმედება ჰქონია.


ამჟამინდელი მოცემულობით, ლევანდოვსკი მზადაა, ბარსაში სტატუსი, სათამაშო დრო და ხელფასი შეიმციროს და უპირატესობას კამპ ნოუზე დარჩენას ანიჭებს. ეს იმ ფონზე, როცა მისით მილანი, უკვე ატლეტიკო და აზიური კლუბები ინტერესდებიან.


თავის მხრივ, ბარსელონას პოზიციის შესახებ, კატალონიური გამოცემები ბოლო დროს წერენ, რომ კლუბს ვეტერანი თავდამსხმელის გაშვება ურჩევნია, რის მიზეზადაც ორი მთავარი ფაქტორია - გახშირებული ტრავმიანობა და სახელფასო ჭერის საგრძნობლად შემცირება. პოლონელი ბლაუგრასგან წლიურად 20 მლნ ევროზე ოდნავ მეტს იღებს.


ცნობისთვის, რობერტმა სანაკრებო პაუზისას ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და 3-4 კვირა ვერ ითამაშებს, რაც ნიშნავს, რომ სეზონის პირველ ელ კლასიკოსაც გამოტოვებს. პოლონელს ლა ლიგის წლევანდელ 7 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგის ორ ტურში კი ჯერ არ გაუტანია.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ატლეტიკო
ბარსელონა
ლევანდოვსკი
პოლონეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კლუბები, რომლებიც შეიძლება ამ კვირაში გახდნენ ჩემპიონები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლუბები, რომლებიც შეიძლება ამ კვირაში გახდნენ ჩემპიონები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა კლასიკოს წინ კაპიტანი დაკარგა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა კლასიკოს წინ კაპიტანი დაკარგა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ბარსელონას ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ბარსელონას ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ უღირს არსენალს ალვარესის ყიდვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ უღირს არსენალს ალვარესის ყიდვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

კლუბები, რომლებიც შეიძლება ამ კვირაში გახდნენ ჩემპიონები

News image

1 სთ წინ

რეალმა კლასიკოს წინ კაპიტანი დაკარგა

News image

1 სთ წინ

სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ბარსელონას ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა

News image

18 წთ წინ

რატომ არ უღირს არსენალს ალვარესის ყიდვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება