ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ვილიარეალთან დეკემბრის მატჩის მაიამიში ჩატარებაზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, ლა ლიგამ თამაშის სხვა კონტინენტზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც 20-ვე კლუბის კაპიტნები არ ეთანხმებიან.
„მესმის, რომ ფეხბურთელებს შორის უკმაყოფილოებიც არიან, მაგრამ გადაწყვეტილებას ლა ლიგა იგებს და თუ გვეტყვიან, მოგვიწევს ვითამაშოთ.
2026 წლის პირველ მატჩში ესპანიოლთან პირველ გასამართ მატჩამდე საშობაო პაუზა გვექნება და შეგვეძლება, ამ დროს დავისვენოთ.
ლა ლიგის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ." - აღნიშნა ბარსას მწვრთნელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ერთი მატჩის ჩატარებაში ბარსელონა 7 მილიონ ევროს მიიღებს.