ილია თოფურია უსმან ნურმაგომედოვის და მისი მეგობრების მხრიდან მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება და სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი მასთან ერთად მყოფ ლაჩრებთან ერთად დააკავეს.
და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვებს თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ჭკუას არიგებენ? რა სირცხვილია! ნამდვილი ლაჩრების ხროვაა.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანების ჯგუფი იყავით. ახლა კი ამაში ყოველგვარი ეჭვი გამიქარწყლეთ.
ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა მხოლოდ სიტყვები არ არის, რომლებსაც სხვებს უქადაგებ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც უნდა ცხოვრობდე. თქვენ კი არცერთი მათგანი არ გამოგიჩენიათ.“ - წერს ილია თოფურია.
,,პასუხს აგებთ" - თოფურიამ დვალიშვილზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა