,,პასუხს აგებთ" - თოფურიამ დვალიშვილზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა
16 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა.
„ლაჩრების ხროვა ხართ და პასუხს აგებთ იმისთვის, რაც ჩაიდინეთ. ნამდვილი კაცობისგან ძალიან შორს ხართ.“ - წერს თოფურია.
კადრში ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები.
„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვაძლევდი, როდესაც უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტების რტყმა დაგვიწყეს.
დაცვის თანამშრომლები მაკავებდნენ. ისინი კი მაშინაც გვირტყამდნენ ფეხებს, როდესაც ძირს ვიყავით დაგდებულები. ნამდვილი ლაჩრებივით იქცეოდნენ“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უსმანი მერაბის ყოფილი მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის ძმა და ასევე MMA-ის მებრძოლია.