ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, თუმცა ძვლების ცდომა არ აღენიშნებოდა. გარდა ამისა, მას კიდევ რამდენიმე ტრავმა დაუდგინდა.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება, თოფურიას გუნდის გადაწყვეტილებას, მე-5 რაუნდში ბრძოლა აღარ გაეგრძელებინა, სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა და დაცინვა მოჰყვა.
ქართველი მებრძოლის ერთ-ერთმა მთავარმა მეტოქემ, პედი პიმბლეტმა, თოფურია დანებებაშიც კი დაადანაშაულა.
თუმცა, თოფურიამ Fight Disciples-ის ჟურნალისტ ადამ კატერალს განუცხადა, რომ ძმის, ალექსანდრეს, ძალიან მადლიერია, რადგან მან ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ილია დამატებითი დაზიანებებისგან დაიცვა.
კითხვაზე, გადაარჩინა თუ არა ალექსანდრეს გადაწყვეტილებამ მისი მხედველობა, თოფურიამ უპასუხა:
100 პროცენტით! მას რომ ბრძოლა არ შეეწყვიტა, დიდი ალბათობით, ცხოვრებაში ვეღარასდროს ვიბრძოლებდი. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ძმის, რომ ბრძოლის შეწყვეტა გადაწყვიტა, რადგან ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ცუდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ მელოდება. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნებოდა, ექიმისგან ან ნებისმიერი სხვა ადამიანისგან რომ გამეგო, რომ ბრძოლას ვეღარასდროს შევძლებდი.
„სოსისივით შევჭამ", - თოფურია გეიჯისთან მარცხსა და მომდევნო ბრძოლაზე