ილია თოფურიამ კარიერის ყველაზე მძიმე დღეზე, ოქტაგონზე დაბრუნებასა და მომავალზე ისაუბრა.
UFC-ის ყოფილი ორდივიზიონიანი ჩემპიონი დაბრუნებას აპრილიდან განიხილავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომდევნო ბრძოლის შემდეგ კარიერა დაასრულოს.
„ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როგორშიც მებრძოლს ყველაზე ნაკლებად უნდა აღმოჩნდეს. კარიერის ყველაზე მძიმე დღე გამოვიარე. ამაზე უარესი რა უნდა იყოს - სიკვდილი?
ბოლო ხუთი თუ ექვსი თვე საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რამე ხომ არ იყო რიგზე. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ან იგებ, ან აგებ. მე წავაგე. დილით რომ ვიღვიძებდი და სარკეში ვიყურებოდი, ვფიქრობდი: არა, ეს მე არ ვარ.
„ყველაფერს მივაღწიე და შემდეგი ბრძოლის შემდეგ რაღა რჩება? შეიძლება, კარიერაც დავასრულო.
დაბრუნებას აპრილიდან ვგეგმავთ. ყოველთვის ვიცოდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ია-ვარდით მოფენილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დღე არასდროს გამომიცდია.
„რაც შეეხება შემდეგ მეტოქეს - პედი, პედი, პედი... სოსისივით შევჭამ. სოსისია, აბა რა არის“, - აღნიშნა ქართველმა.