კონფერენს ლიგის პირველ სამ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა იბერია 1999-მა ერთი ქულა მოიპოვა.
მოგეხსენებათ, რომ კონფერენს ლიგაზე 36 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც პირველი 8 პირდაპირ 1/8 ფინალში გადის, 9-24 ადგილზე გასული გუნდები კი ერთმანეთში არკვევენ კიდევ რვა 1/8 ფინალისტს.
ამ ეტაპზე ერთი მოპოვებული ქულითა და ბურთების -3 სხვაობით იბერია 29-ე ადგილს იკავებს.
საინტერესოა, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქე, ხეტაფე, რომელსაც იბერია 26 ნოემბერს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს, ასევე 1 ქულით, თუმცა ბურთების უარესი (-4) სხვაობით 31-ე ადგილს იკავებს.
ქულის გარეშე 3 ტურის შემდეგ ორად ორი გუნდია დარჩენილი - ანდორული ინტერ ესკალდესი და ლიეტუვური კაუნო ჟალგირისი.