მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში, ეტიჰად არენაზე გასამართ RAF Abu Dhabi-ის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი მებრძოლის მეტოქის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციის აბუ დაბის ღონისძიებაზე სხვა საინტერესო დაპირისპირებებიც შედგება.
ხამზატ ჩიმაევი კოლბი კოვინგტონს დაუპირისპირდება, არმან ცარუკიანი კი ნეიმან გრასიეს შეხვდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე შედგება გიგა ჭიკაძის დებიუტი RAF-ში, რომელიც ზაბიტ მაგომედშარიპოვს დაუპირისპირდება.
