UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ტი ჯეი დილაშოუმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება გააანალიზა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეეძლო ქართველს ამ ბრძოლის მოგება.
ამერიკელი მებრძოლის აზრით, მერაბის მთავარი პრობლემა ტაქტიკის ერთფეროვნება იყო.
მერაბი აიძულებს მეტოქეს დაიჯეროს, რომ ხელებით იმუშავებს, შემდეგ კი ფეხებში შედის. ამაში ის მსოფლიოში საუკეთესოა... მაგრამ წარმოიდგინეთ, მან თეიქდაუნების გამოყენება დარტყმების მოსამზადებლად რომ დაიწყოს. რატომ არ არის ეს მის არსენალში?
მისი თქმით, დვალიშვილი კიდევ უფრო უსიამოვნო მეტოქე გახდებოდა, თუ ფეხებში შესვლის იმიტირებას დაიწყებდა. დილაშოუ იხსენებს, როგორ უწევდა იანს მთელი ტანით თავის დაცვა ქართველის მცდელობებზე და მიიჩნევს, რომ მერაბს ეს მომენტი უნდა გამოეყენებინა: „აიძულე,გააკეთოს ეს და შემდეგ შეუტიე - დაარტყი მუხლი შემხვედრ მოძრაობაზე, ჩართე ფეხით დარტყმები“.
ყოფილი ჩემპიონი ქართველ მებრძოლს ურჩევს, შეტევის მიმართულება შეცვალოს და მოქმედებები ქვემოდან ზემოთ განავითაროს, რაც მას გამარჯვების მეტ შანსს მისცემდა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ტრილოგია მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის დაბრუნება ვერ შეძლო.