UFC 333-ის შემდეგ ორგანიზაციის საერთო რეიტინგი (P4P) განახლდა.
მერაბ დვალიშვილთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პიოტრ იანმა Pound-for-Pound საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში 1 პოზიციით წინ წაიწია და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
მოვსარ ევლოევთან გამარჯვებით ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მე-2 ადგილი შეინარჩუნა და რეიტინგში მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.
რაც შეეხებათ ქართველ მებრძოლებს, მათი პოზიციები უცვლელია. ილია თოფურია მე-5 ადგილზეა, მერაბ დვალიშვილი კი მე-9 პოზიციას იკავებს.
ტოპ 15 ასე გამოიყურება:
1. ისლამ მახაჩევი
2. ალექსანდერ ვოლკანოვსკი
3. პიოტრ იანი (+1)
4. ჯასტინ გეიჯი (-1)
5. ილია თოფურია
6. ჯოშუა ვენი
7. შონ სტრიკლენდი
8. ტომ ასპინალი
9. მერაბ დვალიშვილი
10. ალექს პერეირა
11. სირილ განი
11. ხამზატ ჩიმაევი (+1)
13. არმან ცარუკიანი
14. ალექსანდრე პანტოჟა
15. კარლოს ულბერგი
,,ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები" - რას წერს მერაბ დვალიშვილი?