ჟოან ლაპორტას ახალ სეზონში ბარსელონას და პსჟ-ს მეტოქეობის ხილვა სურს.
„მიმაჩნია, რომ გასულ სეზონში პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგისა და საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება დიდებული თამაშით დაიმსახურა. მათ საუცხოო ფეხბურთი აჩვენეს. კარგი მწვრთნელიც ჰყავთ, ფეხბურთელებიც და ზოგადად გუნდიც.
სამწუხაროდ, მათთან თამაში არ მოგვიწია. ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იმეორებდა, რომ სწორედ ჩვენ ორი ვაჩვენებდით ყველაზე კონკურენტუნარიან და ლამაზ ფეხბურთს, ვიყავით ყველაზე კარგ ფორმაში და მსოფლიოს საუკეთესოდ ვთამაშობდით.
ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ახალ სეზონშიც იგივე დონეზე დარჩენას და უკვე უშუალოდ ერთმანეთში გარკვევას, თუ ვინ არის ჩვენში უკეთესი, ყველა სხვა კლუბისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად.
თუმცა, ვინ იცის, შეიძლება ახალ სეზონში ახალი გუნდი გამოჩნდეს." - აღნიშნა ბარსას პრეზიდენტმა.