ტერ შტეგენთან გაჩაღებული კონფლიქტის ფონზე, ბარსელონამ გერმანელ გოლკიპერს გუნდის კაპიტნობა ჩამოართვა.
როგორც კატალონიური პრესა წერს, ახალ სეზონში ბარსელონას ხუთი კაპიტანი ეყოლება.
ტერ შტეგენი ბარსელონას კაპიტანი აღარ იქნება
პირველი კაპიტანი ფრენკი დე იონგი იქნება, მეორე რაფინია, მესამე რონალდ არაუხო, მეოთხე პედრი და მეხუთე გავი.
გასულ სეზონში პირველი კაპიტანი ტერ შტეგენი იყო, მეორე დე იონგი, მესამე არაუხო და მეოთხე რაფინია.